ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის დუმილი ლგბტ პროპაგანდაზე
ოპოზიციის ნაწილი ლგბტ პროპაგანდაზე კომენტარის გაკეთებას მას შემდეგ აპირებს, რაც აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე კანონპროექტს ნახავს. საპარლამენტო უმრავლესობა კი მათგან მოსაზრებებს ელოდება, რათა კანონპროექტის ჩამოყალიბების პროცესში მათი შეხედულებები გაითვალისწინოს. უკვე მეორე კვირაა თემაზე კომენტარი არ კეთდება არასამთავრობო სექტორში. კომენტარზე უარს ამბობს თბილისი პრაიდიც. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ ამ თემით სხვა პრობლემების გადაფარვას ცდილობენ. მმართველი გუნდი კი კვლავ კანონის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს და განმარტავს, რომ აუცილებელია ლგბტ თემის პროპაგანდისა და ადამიანის უფლებების გამიჯვნა.
