„ჟიკჟიკობა ღამე“
მოზარდ მაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ,,ჟიკჟიკობა ღამე“, ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით, ეკატერინე შარიქაძემ დადგა. პიესა საქართველოს უახლეს ისტორიას აღწერს. მოქმედება სამაჩაბლოს ერთ-ერთი ოკუპირებული სოფლის სასაფლაოზე ვითარდება. პრემიერა მსახიობების, მაია ჩართოლანისა და მერაბ შარიქაძის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება, რომლებიც სპექტაკლში მთავარ როლებს შეასრულებენ. პრემიერა 9 მარტს გაიმართება
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
