ზურაბიშვილის ვეტო და შეტევა ცესკოზე
რა მოტივით დაიწუნა პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რასაც ევროპის 9 რეკომენდაცია მოიცავს? სალომე ზურაბიშვილი აღიარებს, რომ არჩევნების სანდოობა მისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში ოპოზიციის თანამდებობაზე გადის. ვეტოს ავტორის განმარტება მმართველი გუნდისთვის, პრეზიდენტისა და ოპოზიციის ერთობის დასტურია. უმრავლესობა ვეტოს დასაძლევად ემზადება. რაც შეეხება კანონს: გარდა იმისა, რომ უქმდება თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტით ინიშნებოდა, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი კი, სამეტაპიანია. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო, იმ შემთხვევაში, თუ ეს რაოდენობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. საკითხი პრეზიდენტამდე იმ შემთხვევაში მიდის, თუ პარლამენტი კანდიდატებს ვერცერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
