ლეგენდების სერიის მატჩი
დღეს ბათუმში ლეგენდების სერიის პირველი მატჩი გაიმართება. ვეტერანი ქართველი ფეხბურთელების გუნდის „ჯეო თერთმეტის“ მეტოქე „ინტერის“ ვარსკვლავები იქნებიან. მატჩის მონაწილეები უკვე ადგილზე არიან. გუშინ ისინი „ინტერის აკადემიის“ მოზარდ ფეხბურთელებს შეხვდნენ და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. მანამდე კი წინასამატჩო პრეს-კონფერენციაც გაიმართა. შეხვედრა „აჭარაბეთ არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება
