ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური
ლევან დავითაშვილმა ისლანდიის პრეზიდენტთან ერთად ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა, რომელიც ქართული და ისლანდიური კომპანიების ერთობლივად განხორციელებული პროექტია. მნიშვნელოვანია, რომ ჰესების კასკადში 26 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 200-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული. აღინიშნა, რომ საქართველო და ისლანდია წარმატებით თანამშრომლობენ და აქვთ ინტერესი, ამ ინვესტიციების მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს
