ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის რეაბილიტაცია
ბათუმში ჟიული შარტავას სახელობის გმირთა ხეივნის სრული რეაბილიტაცია და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელების მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. პროექტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ახორციელებს. პროექტის სამშენებლო სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან და ბათუმის მერთან ერთად დაათვალიერა. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 24 მილიონი ლარით დაფინანსდა
