კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს, რომელსაც ხმაური და საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტი მოჰყვა, პოლიტიკოსები აფასებენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციისა და მესამე სექტორის ნაწილს, არ სურდა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობა, თუმცა უმრავლესობის წევრების განმარტებით, საზოგადოებამ კანონის მიღების გარეშეც გაიგო, როგორ იყენებს ოპოზიცია კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკური მიზნებისთვის . უცვლელია ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია. ერთი წლის შემდეგ, კანონპროექტს ოპოზიციაში ისევ რუსულს უწოდებენ და მისი მიღების აუცილებლობას კვლავ ვერ ხედავენ
