„ნაცმოძრაობის“ სტრატეგია - პიარკონსულტაციის ეფექტი
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი პიარსტრატეგია და პიარკონსულტანტის, ჯერემი როზნერის ეფექტი. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ გაზრდილ ფასებზე საუბარი ოპოზიციური პარტიის ახალი, წინასაარჩევნო სტრატეგიაა და „ნაციონალური მოძრაობა“ პიარკონსულტანტის, როზნერის დავალებას ასრულებს. ამით კი ლგბტ პროპაგანდაზე დუმილის გადაფარვას ცდილობს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ფასების ზრდა გამოწვევაა, თუმცა 2024 წლის ფასების შედარება 2012 წელთან არასერიოზულია. მმართველი გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს საქართველომ კანდიდატ ქვეყნებს შორის ინფლაციის ყველაზე სწრაფად შემცირება შეძლო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა