ოპოზიციის ამბიციები
პაატა მანჯგალაძე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, საპარლამენტო არჩევნებზე 40 პროცენტს აიღებს. მისივე თქმით, თუ ნიკა მელია და ნიკა გვარამია გაერთიანდებიან და არჩევნებზე ათ პროცენტს აიღებენ, ეს ხელისუფლებაში მოსვლას ნიშნავს. მმართველი გუნდისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ამბიციები, ღიმილის მომგვრელია, არარეალური სტატისტიკა კი გაუგებარი. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ სხვადასხვა პარტიული ნომრის მიუხედავად, ყველა მაინც ხუთი ნომრის გარშემო ერთიანდება, თუმცა ეს მათი გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის
