შეტევა ცესკოზე
„ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება და პარალელურად, ზურაბიშვილის ვეტოს მიზეზებსა და მიზნებზე საუბრობს. საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე პრეზიდენტისა და ოპოზიციის მოსაზრებები თანხვედრაშია. ისინი მიიჩნევენ, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის რიგებიდან უნდა იყოს. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ვეტო არჩევნების არაღიარებისთვის მზადებაა და ოპოზიცია, რომელიც არჩევნებში გარანტირებულად მარცხდება, ახლა ცდილობს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეპუტაცია შეულახოს
