სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების სკოლის“ მეხუთე სეზონი დასრულდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „უსაფრთხოების სკოლის“ მეხუთე სეზონი დასრულდა. ზამთრის სკოლის მონაწილე 29 სტუდენტს შესაძლებლობა ჰქონდა ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისგან და სფეროს წამყვანი ექსპერტებისგან მიეღო.
