ოდესის ინციდენტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეხმაურება
ოდესის ინციდენტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეხმაურება. „ოდესაზე თავდასხმა უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი ნიშანია. ეს კრემლის სცენარისთვისაც კი, ძალიან უღირსი საქციელია. უკრაინისა და მისი მამაცი ხალხისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევია“- წერს მიშელი სოციალურ ქსელში.
