შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარის რეგიონში, პასუხისგებაში ორი ადამიანი მიეცა
შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარის რეგიონში, პასუხისგებაში ორი ადამიანი მიეცა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებს საცხოვრებელ სახლში მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი, საიდანაც, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებ-გვერდებზე გადაიცემოდა სხვადასხვა სახის აზარტული გათამაშების პროცესი.
