ისლანდიის პრეზიდენტი სოფელ ოძისში
ისლანდიის პრეზიდენტი შერიგებისა და თანასწორობის მინისტრთან ერთად საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდა. ის ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო. ისლანდიის პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ თავისი ვალდებულებები შეასრულოს.
