ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებულ ყველაზე მასშტაბურ პრაიმერიზში დამაჯერებლად გაიმარჯვეს
ჯო ბაიდენმა და დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებულ ყველაზე მასშტაბურ პრაიმერიზში დამაჯერებლად გაიმარჯვეს. წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა 15-დან 14 შტატში გაიმარჯვა, ტრამპმა კი 12-ში ე.წ. სუპერსამშაბათის დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ლიდერი ამერიკის საზღვარზე კრიზისის შექმნასა და მსოფლიოში კონფლიქტების გამოწვევაში დაადანაშაულა.
