ეკონომიკის მინისტრი ისლანდიის პრეზიდენტს შეხვდა
ეკონომიკის მინისტრი ისლანდიის პრეზიდენტს შეხვდა. მათ მონაწილეობა მიიღეს საქართველო-ისლანდიის ბიზნესშეხვედრაში, სადაც ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა, დელეგაციის წევრებს საქართველოს ზოგადი ეკონომიკური სურათი და მიმდინარე მაჩვენებლები გააცნო.
