შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 6 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 6 ადამიანი დააკავა. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას გასაღებისა და უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან საქართველოს, ბელარუსის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.
