კულტურის სამინისტრომ ხუთი ახალი კონკურსი გამოაცხადა
პროფესიული თეატრებისა და მწერლების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის, ასევე საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური, საბალეტო ფესტივალების და სხვა შემოქმედებითი პროცესების გააქტიურების მიზნით, კულტურის სამინისტრომ ხუთი ახალი კონკურსი გამოაცხადა. რომელიც მოიცავს სახვითი და ვიზუალური ხელოვნების სფეროში შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერას. ასევე ხელშეწყობას ხალხური საკრავების ოსტატთა სახელოსნოების მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით. საკონკურსო განაცხადებები, დღეიდან, 14 მარტის ჩათვლით მიიღება
