ჩინეთის პრემიერმა ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და ზრდის გეგმა გაასაჯაროვა
ჩინეთის პრემიერმა ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და ზრდის ამბიციური გეგმა გაასაჯაროვა. ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის ყოველწლიურ შეხვედრაზე, ლი ციანმა განაცხადა, რომ 2024 წელს ეკონომიკის 5 პროცენტიანი ზრდა და ქვეყნის განვითარების მოდელის ცვლილება იგეგმება. ჩინეთის პრემიერმა ასევე ისაუბრა თავდაცვითი ხარჯის გაზრდის, საწარმოო სისტემის მოდერნიზებისა და მომარაგების ჯაჭვის გაუმჯობესების გეგმებზე
