„პოლიტიკოს“ ინფორმაცია
გამოცემა პოლიტიკო წერს, რომ მოსკოვის ჯაშუშურმა ოპერაციამ დასავლელ მოკავშირეებს შორის განხეთქილება და ოლაფ შოლცის დისკრედიტაცია გამოიწვია - საუბარია რუსული მედიის მიერ გავრცელებულ 40 წუთიან აუდიოჩანაწერზე, სადაც გერმანიის სამხედრო მაღალჩინოსნები უკრაინისთვის ტაურუსის ტიპის რაკეტების მიწოდებას განიხილავენ. ამ საიდუმლო დისკუსიის გაჟონვის გამო, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა დაშვებული შეცდომა აღიარა, თუმცა აღნიშნა რომ ბერლინისადმი ნატოს ნდობა ამით არ დარღვეულა. გავრცელებული აუდიოჩანაწერის საფუძველზე, კრემლმა გერმანია და დასავლელი პარტნიორები უკრაინის ომში პირდაპირ ჩართულობაში დაადანაშაულა. ოფიციალურმა ბერლინმა კი განაცხადა, რომ მოსკოვი ევროპის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს წარმართავს
