პრეზენტაცია ადვოკატთა ასოციაციაში
ადვოკატთა ნებაყოფლობითი დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის შესახებ, ადვოკატთა ასოციაციაში პრეზენტაცია გაიმართა. პროგრამა სამართლის დარგებში ადვოკატებისთვის სხვადასხვა სპეციალიზებული სასწავლო კურსის ჩატარებას გულისხმობს, რომლის გავლის შემდეგაც, ადვოკატს სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსი მიენიჭება. ღონისძიების ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაციამ მიუნხენის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტსა და გერმანულ ქართულ სამართლის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
