თამარ ზაალიშვილი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ
თამარ ზაალიშვილი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ - ირაკლი კობახიძის დედის სარჩელზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. შესაბამისად, ჟურნალისტებს მოუწევთ მორალური კომპენსაციის სახით სიმბოლური თანხის გადახდა, ტელეკომპანიას კი ხუთი ათას 555 ლარის. გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ტელეკომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც განმარტა, რომ საქმე შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდება. საუბარია 2021 წლის ივლისში „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე , რომლის შინაარსიც თამარ ზაალიშვილმა სასამართლოში გაასაჩივრა. სიუჟეტში საუბარი იყო ყალბ დიპლომებზე, რომელსაც ტელეკომპანიის მტკიცებით, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილე, თამარ ზაალიშვილი, ხელმოწერით ადასტურებდა
