ოპოზიციის გამოაშკარავებული გეგმა
ნიკა მელიას ნიკა მაჭუტაძემ პარტიის საარჩევნო ნომერი დაუთმო, შესაბამისად, მაჭუტაძე მელიასთან პარტიაში უკვე მოიაზრება. ნიკა მელიასთან მოლაპარაკებებს და კონსულტაციებს მართავს ნიკა გვარამია, საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ კი, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი. განსხვავებულია რომან გოცირიძის გამარჯვების ფორმულა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ და და გიორგი გახარია არ მოიაზრება. ასე არ ფიქრობს გირჩი, სადაც იმ პარტიებს ასახელებენ, რომელთა ადგილიც ნაციონალური მოძრაობის გვერდით არის. ოპოზიციაში მიმდინარე გადაჯგუფების ფონზე, მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებას გეგმავს და ოპოზიციის გარდაუვალ მარცხზე საუბრობს
