Politico: სამი ევროპარლამენტარი „ეფესბეს გავლენის აგენტს“ შეხვდა
რუსული დაზვერვა იყენებს სერბ აგენტს, რათა შეაღწიოს ევროკავშირის ინსტიტუტებში და კრემლის პროპაგანდა გაავრცელოს - ამის შესახებ პოლიტიკო დასავლური ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს. სადაზვერვო მონაცემების თანახმად, 2023 წლის ოქტომბერში სერბეთის მოქალაქე ნოვიცა ანტიჩი - აქტიური „გავლენის აგენტი“, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან - ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა. პოლიტიკო წერს, რომ მათ შორის იყვნენ ვიოლა ფონ კრამონი , ალესანდრა მორეტი და ვლადიმირ ბილჩიკი. უცნობია, ჰქონდათ თუ არა ევროპარლამენტარებს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნოვიცა ანტიჩი რუსულ „ეფესბესთან“ არის დაკავშირებული. არსებული ინფორმაციით, ანტიჩი „ეფესბესთან“ დაკავშირებულ პირთან, მუშაობს, საუბარია რუსეთის მოქალაქე ვიაჩესლავ კალინინზე , რომელიც ონლაინგამოცემა ვეტერან ნიუსის მთავარი რედაქტორია. ვებგვერდზე მითითებულია, რომ გამოცემა „ეფესბეს“, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და სხვა ძალოვანი უწყებების „საინფორმაციო პარტნიორია“
