ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობა
ცესკოს თავმჯდომარე „ტვ პირველს“, სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. გიორგი კალანდარიშვილი ერთ-ერთ სიუჟეტში მოყვანილ ფაქტებს სიცრუეს უწოდებს და წერს, რომ რეპორტაჟის მიზანი მისი იმიჯის შელახვა იყო. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა იმ რადიკალური დღის წესრიგის ნაწილია, რომელშიც სალომე ზურაბიშვილიც არის ჩართული. მათთვის, ამის მაგალითი და დასტური საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოა
