საქართველო გლობალური ტერორიზმის ინდექსში
გლობალური ტერორიზმის 2024 წლის ინდექსით, საქართველომ სარეიტინგო პოზიცია ხუთი ადგილით გაიუმჯობესა და ტერორიზმისაგან თავისუფლებით, მსოფლიოში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ტერორიზმის ნულოვანი დონით საქართველო 89-ე ადგილზეა. ევროპისა და შავიზღვისპირეთის ქვეყნებს შორის კი, საქართველო ტერორიზმისაგან თავისუფლებით საუკეთესო ოცეულშია. მორიგი გლობალური ანგარიში მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და ანალიტიკურმა ცენტრმა, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია გრძელვადიან ცვლილებებზეც. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო 2012 წელს მსოფლიო რეიტინგში 41-ე ადგილს იკავებდა, ევროპისა და შავიზღვისპირეთის ქვეყნებს შორის კი, ერთ-ერთ ყველაზე ცუდ პოზიციაზე, კონკრეტულად კი, მეშვიდე ადგილზე იყო. კვლევის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს რეიტინგი მსოფლიოში 48 ადგილით გაუმჯობესდა. საქართველოს გაუმჯობესებული სარეიტინგო პოზიცია, პოლიტიკურ სპექტრში შეაფასეს