ტურიზმისა და ავიაციის ანგარიში
აეროპორტების მოდერნიზაცია , სამთო კუროტების განვითარება, საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები - ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომელმაც ქვეყნის პოპულარიზაციას ხელი უნდა შეუწყოს და ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს. 2024 წლის საკმაოდ ამბიციურ გეგმები და ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანაგარიში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარადგინა. აღინიშნა რეკორდული შემოსავალი ტურიზმის სექტორიდან და მგზავრთა გაზრდილი ნაკადი, კერძოდ, ქვეყანამ ტურიზმიდან ოთხ მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, საქართველოს აეროპორტები კი, ექვს მილიონ მგზავრს მოემსახურა. ანგარიშის პრეზენტაციას პრემიერი, მთავარობის, პარლამენტისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრემიერის განცხადებით ხელისუფლებას აქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ 2024 წელს ტურიზმიდან შემოსავალი ოთხ ნახევარ მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები დაახლოებით შვიდ მილიონამდე მგზავრს მოემსახურება
