ევროკომისიამ "ეფლი" დააჯარიმა
ევროკომისიამ ამერიკული კომპანია “ეფლი”, ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში დაადანაშაულა და მილიარდ 840 ევროთი დააჯარიმა. ორგანიზაციის ბრალდებით, ამერიკულმა კომპანიამ კონკურენტი მუსიკალური აპლიკაციები, მათ შორის „სპოტფაი ტექნოლოგის“ წინააღმდეგ, ბაზარზე მისი დომინანტური პოზიცია ბოროტად გამოიყენა. ევროკავშირში განაცხადეს, რომ „ეფლი“ კონკურენტებს კომპანიის პლატფორმაზე წვდომას უზღუდავდა. შედეგად, ეფლის მომხმარებლებამდე არ მიდიოდა ინფორმაცია „ეპპ სთორის“ გარეთ სხვა, შედარებით შეღავათიანი მუსიკალური შეთავაზებების შესახებ.
