საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აბორტი კონსტიტუციურ უფლებად აქცია
ამ უფლების კონსტიტუციაში შეტანას პარლამენტის ორივე პალატის დეპუტატებმა 780 ხმით 72-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი. კონსტიტუციის 34-ე მუხლში ჩაიწერა, რომ „კანონი განსაზღვრავს პირობებს, რომლითაც ქალს აბორტის მიმართვის გარანტირებული თავისუფლება აქვს“.
