ნიკა მელია ნიკა მაჭუტაძის პარტიის საარჩევნო ნომრით
მელიამ პარტიის შექმნამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი გუნდი არჩევნებზე 4 ნომრით წარდგება. თუმცა, საარჩევნო ნომერი 4, უკვე ეკუთვნის მოძრაობას - „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელიც პაატა ბურჭულაძემ დააარსა და მისი თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძეა. მძლავრი ოპოზიციური ცენტრის შექმნის იდეით გამოდის “ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი ყოფილი წევრი რომან გოცირიძე. რომელიც კოალიციაში მელიას პარტიას, “ლელოს”, “გირჩს” და მთელი საპარლამენტო ოპოზიციის ერთობას მოიაზრებს. მმართველი გუნდის შეფასებით ეს პარტიები პირდაპირ კავშირშია “ნაციონალურ მოძრაობასთან” მათი საქმიანობა კი მარცხისთვის განწირულია.
