ტურიზმისა და ავიაციის შემაჯამებელი ანგარიში და სამომავლო გეგმები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას, რომელსაც მთავრობის, პარლამენტის, დიპკორპუსისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან მისასალმებელი სიტყვით გახსნის პრემიერ- მინისტრი, ირაკლი კობახიძე. ანგარიშისა და სამომავლო გეგმების დეტალურ პრეზენტაციას კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი წარადგენს
