გლობალური ტერორიზმის ინდექსით საქართველომ მსოფლიოში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა
გლობალური ტერორიზმის 2024 წლის ინდექსით, საქართველომ სარეიტინგო პოზიცია 5 ადგილით გაიუმჯობესა და ტერორიზმისაგან თავისუფლებით მსოფლიოში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ტერორიზმის ნულოვანი დონით საქართველო 89 -ე ადგილზეა. ამასთან, ევროპისა და შავიზღვისპირეთის ქვეყნებს შორის საქართველო ტერორიზმისაგან თავისუფლებით საუკეთესო ოცეულშია.