ისრაელმა ლიბანის სამხრეთში ჰეზბოლას პოზიციებზე მორიგი იერიში მიიტანა
ისრაელმა ლიბანის სამხრეთში, ჰეზბოლას პოზიციებზე მორიგი იერიში მიიტანა. ცახალის განმარტებით, ქალაქ აშ-შაბში სარაკეტო სამიზნე ის შენობა გახდა, რომელსაც დაჯგუფების წევრები თავდასხმებისთვის იყენებდნენ. შეტევის დროს განადგურდა ჰეზბოლას სხვა ინფრასტრუქტურაც.
