ზელენსკი პოლონეთს არასოლიდარულობაში ადანაშაულებს
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე შექმნილი ვითარება დაგმო და თქვა, რომ სიტუაცია ყოველგვარ მორალურ და ეკონომიკურ ზღვარს გასცდა. პოლონელი ფერმერები უკრაინიდან იაფი მარცვლეულის მასობრივი იმპორტის გამო პროტესტს განაგრძობენ, გადაკეტილი აქვთ სასაზღვრო გამშვები პუნქტები და ათასობით სატვირთო ავტომობილს პოლონეთში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.
