ევროპელი ჟურნალისტები საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოპულარული საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლებს მასპინძლობს. საქართველოში, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ავსტრიიდან წამყვანი ჟურნალისტები იმყოფებიან. მათ თბილისი, ქუთაისი, პრომეთეს მღვიმე და მესტია დაათვალიერეს. ჟურნალისტებმა მესტიაში ფრირაიდის მსოფლიო ტური გააშუქეს. ევროპული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული პროდუქტების, სათავგადასავლო ტურიზმის, ზამთრის კურორტებისა და კულტურის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.
