მიქაუტაძის გოლი და საგოლე გადაცემა
გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 24-ე ტურში „მეცის“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო. ქართველმა ფეხბურთელმა და მისმა თანაგუნდელებმა სტუმრად „ნანტი“ 2-0 დაამარცხეს, მიქაუტაძის ანგარიშზე კი ერთი გოლი და ერთი საგოლე პასია.
