გიორგი ზარიას გამარჯვების გოლი
ყაზახეთის პრემიერლიგის პირველ ტურში ალმატის „კაირატს“ გიორგი ზარიამ მოაგებინა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. გიორგიმ გოლი 71-ე წუთზე შორი მანძილიდან გაიტანა და საკუთარ გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ყაზახეთის ჩემპიონატში ეს ზარიას დებიუტი იყო.
