„გიზ-გიზი“ სვანეთში
სვანეთი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“ მასპინძლობს. გუდაურის შემდეგ ფესტივალი მესტიაში ტარდება. ადგილობრივებსა და სვანეთის სტუმრებს ფესტივალზე უამრავი სანახაობა ელოდებათ. დასწრება თავისუფალია. ფესტივალის მიზანია ზამთრის კურორტების პოპულარიზაცია და მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვა. მესტიის შემდეგ ფესტივალი ბაკურიანში გაიმართება.