თორნიკე რიჟვაძის მილოცვა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად, დედის დღე ახალშობილი ტყუპის დედას მიულოცა. ახალშობილები პროგრამა - „უშვილობის დიაგნოსტისა და მკურნალობის“ ფარგლებში დაიბადნენ. პროგრამა აჭარაში 2022 წლის ივლისში ამოქმედდა და მისი მიზანი უშვილო ოჯახების რიცხვის შემცირება და დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესება იყო. პროგრამის ფარგლებში 16 ახალშობილი დაიბადა. აღნიშნულ ოჯახებს აჭარის მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან დამატებით მედიკამენტების, ბავშვთა მოვლისა და კვების ვაუჩერები გადაეცათ.
