უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გამშვები პუნქტები ბლოკირებულია
უკრაინა-პოლონეთის საზღვრის 6-ვე გამშვები პუნქტი ისევ ბლოკირებულია. უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პოლონეთიდან უკრაინის მიმართუებით საზღვრის გადაკვეთას 2 400 სატვირთო მანქანა ელოდება. გზები პლონელი ფერმერების პროტესტის ფარგებშია გადაკეტილი. ბლოკირება მხოლოდ სატვირთო მანქანებზე ვრცელდება. მსუბუქი ავტომობილები და ავტობუსები საზღვარს დაბრკოლების გარეშე კვეთენ.
