დაღუპული პალესტინელები - ისრაელის გამოძიება
ისრაელის არმიამ, გასულ კვირას ჰუმანიტარული დახმხარების დარიგებისას 100-ზე მეტი პალესტინელის დაღუპვის ფაქტის გამოძიების წინასწარი შედეგები და ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. ცახალში აცხადებენ, რომ მსხვერპლი ჭყლეტამ გამოიწვია და არა საავიაციო იერიშმა. საგანგებო ბრიფინგზე ისრაელის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენლემა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიება გრძელდება და მას დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი აწარმოებს.
