უბედური შემთხვევა
თერჯოლაში, მდინარე ძუსაში მაშველების მიერ გადარჩენილი ერთადერთი ადამიანი კვლავ კლინიკაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უბედური შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტში გუშინ საღამოს მოხდა. მდინარეში 4 ადამიანი დაიხრჩო. თავდაპირველად, სამწვერას ჩანჩქერის დასათვალიერებლად წასულებიდან ერთს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, მის გადასარჩენად მდინარეში 4 ადამიანი გადახტა, თუმცა მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს. დაღუპულებს შორის არიან საზანოში მცხოვრები მამა, მისი ქალიშვილი და გოგონას მეგობრები, რომლებიც სოფელში სტუმრად ჭიათურიდან იყვნენ ჩასულები.
