ლგბტ პროპაგანდის საკანონმდებლო რეგულირება
ოპოზიცია ქვეყანაში არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდასთან ბრძოლის საჭიროებას ვერ ხედავს. ცნობილია, რომ ამ საკითხზე საკანონმდებლო ინიციატივის განხილვებში ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია არ ჩაერთვება. სხვა ოპოზიციონერები კი კონკრეტული პასუხისგან თავს ამ დრომდე იკავებენ. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ეს თემა აქტუალური არ არის. მათ საპასუხოდ მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ვინმეს უფლებების შეზღუდვას არ გულისხმობს. კანონპროექტი, საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.
