ზურიკო დავითაშვილის გოლი
საფრანგეთის ლიგა 2-ის 27-ე ტურში „ბორდო“, სადაც ზურიკო დავითაშვილი თამაშობს, „როდეზს“ დაუპირისპირდა და მარცხს გადაურჩა. ჟირონდელებმა მე-18 წუთზე ანგარიში ქართველი ფეხბურთელის გოლით გახსნეს, რომელიც საჯარიმოში შეიჭრა და ზუსტად დაარტყა. ეს ზურიკოს პირველი გოლია საფრანგეთში, რომელიც გასვლით შეხვედრაში გაიტანა. საბოლოოდ თამაში ანგარიშით 2:2 დასრულდა, საქართველოს ნაკრების წევრი კი 76-ე წუთზე შეცვალეს. ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს.
