ჯარისკაცების მილოცვა დაღუპული გმირების დედებს
სამხედრო მოსამსახურეებმა გმირების დედებს 3 მარტი მიულოცეს. სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა და სოფელში ესტუმრნენ. მათ გმირების მშობლებს, დედის დღესთან დაკავშირებით, თაიგულები და თავდაცვის მინისტრის მისალოცი ბარათები გადასცეს. ჯარისკაცებმა თანამებრძოლების თავდადება და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
