ტრამპი მასშტაბურ დეპორტაციას აანონსებს
თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი შტატების ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას ანონსებს. განცხადება შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა. რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატობის ფავორიტი ტრამპი ამბობს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაციის ღია კარის პოლიტიკას სრულად გააუქმებს. სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია პოლიტიკურ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და საკუთარ თავს „ამაყი პოლიტიკური დისიდენტი“ უწოდა.
