კანადისა და იტალიის პრემიერებმა ტორონტოში ვიზიტი გადადეს
კანადისა და იტალიის პრემიერ-მინისტრებმა ტორონტოში, სამხატვრო გალერეაში დაგეგმილი ვიზიტი უსაფრთხოების მიზნით გადადეს. 2 ქვეყნის ლიდერის გეგმა საპროტესტო აქციამ ჩაშალა. გალერეასთან ერთდროულად ტრიუდოს მთავრობის მოწინააღმდეგეები და პალესტინის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
