გლოვა ოდესაში
ოდესაში რუსი ოკუპანტების მიერ საცხოვრებელ სახლზე, გუშინ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. მაშველებმა შენობის ნანგრევებში მეცხრე ცხედარს მიაგნეს, სამაშველო სამუშაოები თავდასხმის ადგილზე გძელდება. ოდესაში დღეს გლოვაა გამოცხადებული. პარალელურად კი. რუსეთი უკრაინის სხვადსხვა ოლქებში თავდასხმებს განაგრძობს.
