უბედური შემთხვევა თერჯოლაში
თერჯოლაში, მდინარე ძუსაში მაშველების მიერ გადარჩენილი ერთადერთი ადამიანი კვლავ კლინიკაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უბედური შემთხვევა თერჯოლის მუნიციპალიტეტში გუშინ საღამოს მოხდა. მდინარეში 4 ადამიანი დაიხრჩო. თავდაპირველად, სამწვერას ჩანჩქერის დასათვალიერებლად წასულებიდან ერთს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა, მის გადასარჩენად მდინარეში 4 ადამიანი გადახტა, თუმცა მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს. დაღუპულებს შორის არიან საზანოში მცხოვრები მამა, მისი ქალიშვილი და გოგონას მეგობრები, რომლებიც სოფელში სტუმრად ჭიათურიდან იყვნენ ჩასულები.
