ლგბტ პროპაგანდის საკანონმდებლო რეგულირება
არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდასთან ბრძოლის წინააღმდეგ კანონპროექტის შემუშავების საჭიროებას ოპოზიციის ე.წ. რადიკალური ნაწილი ვერ ხედავს. ჩაერთვება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში, კონკრეტული პასუხი კვლავ უცნობია. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია კი არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდასთან ბრძოლას არ აპირებს. ყოფილი ბანკირები კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას, ამ საკითხის მათთვის არა აქტუალობის გამო არ გეგმავენ. ოპონენტების საპასუხოდ მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ვინმეს უფლებების შეზღუდვას არ გულისხმობს. კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებას „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მომზადდება და პარლამენტში ინიცირდება.